fbpx

თუ საჭირო გახდება, ევროპას და მსოფლიოს ვაჩვენებთ, რეალურად მართლა რამდენი ვართ.

ნაცების და მისი ახალგაზრდული ფრთის დაორგანიზებულ, დაფინანსებულ და შექმნილ აქციაზე, ზოგი ამბობს რომ ოპოზიციის აქცია არ ყოფილაო. ოპოზიცია რომ ამტკიცებს, ჩვენი მობილიზებული იყო და უცხო არავინ ყოფილაო? რატომ ჩაერთნენ ევროპიდან მაინცდამაინც მათი ლობისტები, რომლებიც რადიკალური მოწოდებებით გამოირჩევიან?

მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და ყველა “ენჯეოშნიკი” აორგანიზებს აქციას და მომსვლელთა რაოდენობის პიკი მხოლოდ 10 წუთით დაფიქსირდა და დაშლა დაიწყო, კატასტროფაა!

ყველაფერში ტყუილით და მანიპულაციებით რომ გამოირჩევიან ხომ ვიცით! ქვეყნის დედაქალაქში, მთავარ გამზირზე, საღამოს საათებში, მითუმეტეს როდესაც კარგი ამინდია და ბევრი სტუმარია, მხოლოდ 100 კაცი გადაადგილდება? დღის განმავლობაში, მაგ ტერიტორიაზე, ტრანსპორტს 10-ჯერ მეტი მოქალაქე გადაჰყავს, ვიდრე პიკის დროს დაფიქსირდა. მეტროში რა ხდებოდა? კი, იყო ხალხი, რომელიც გადაკეტილ რუსთაველზე ვერც ავტობუსით, ვერც მიკრო ავტობუსით და ვერც მსუბუქი ავტომობილით ვერ მოხვდებოდა. შესაბამისად 1000 მოქალაქე რომ დაემატოს თავისუფლების სადგურს, ზუსტად იგივე სურათს მივიღებთ.

10 წუთიან პიკზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას? როგორც მითხრეს, ნაცურმა ტელევიზიებმა 2 საათიანი პირდაპირ ეთერით მაუწყებლობის დროს, მხოლოდ ერთხელ ააფრინეს დრონი. აბა გამოიცანით როდის? თუ როდესმე აქციის ორგანიზატორი ყოფილხართ, მიხვდებით რას ვგულისხმობ. ქართველი ფრედი მერკურის გამოსვლის შემდეგ, როდესაც “ევროპისკენ მიტინგი” ხელისუფლების გადადგომის და მაშტაბური დაუმორჩილებლობის მიტინგად გადაიქცა, პიკზე დაფიქსირებული მოქალაქეების 60%-მა მიტინგის ლოკაციას ზურგი აქცია. ისედაც, რუსთაველზე ბევრი ისეთი ადამიანი მივიდა, ხელისუფლების გადაყენების და მაედანის მოსაწყობის სურვილი რომ არ აქვს. კადრებშიც კარგად ჩანს, აქციის გვერდით მყოფთა შედარებით, შუაში ხალხის მცირე რაოდენობა იდგა, ანუ ეპიცენტრში ყოფნის სურვილი ძალიან ცოტას თუ ჰქონდა. გადაკეტილ რუსთაველზე დააფიქსირებ რაოდენობას, მაგრამ თუ გინდა გაშიფრო ზუსტი დემონსტრანთთა რაოდენობა, ან ლოკაცია უნდა შეცვალო, ანდა მსვლელობა დაიწყო! ასეც ქნეს და მანდ გაიშიფრეს თავები. ამათ ხომ პირიქით ეგონათ“, მსვლელობაში ბევრი ვჩანვართო” ალბათ მელიას სიტყვები გახსოვთ. ხოდა, როდესაც ლოკაცია შეიცვალეს და ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, აღმოჩნდა რომ მოედნის 20% ვერ შეავსეს (7000-8000 ავსებს, ბევჯერ ჩაგვიტარებია მანდ აქცია). იმას ხომ ვერ იტყვიან, ევროპა გვინდა და ამის გამო 500მეტრის გავლაზე თავი შევიკავეთო. რა თქმა უნდა არა, იქ ვინც ნამდვილად მისული დემონსტრანტი იყო და არა უბრალოდ შემსწრე, უკლებლივ ყველა გაემართებოდა რიყისკენ. იცით რატომ ვერ შეავსეს ევროპის მოედანი? მარტივია. მოქალაქეების გადაადგილება ისეთი მაშტაბური არ არის, როგორც რუსთაველზე. არ არის მეტრო, დიდი სავაჭრო ცენტრები და პრაქტიკულად არ არის დასახლებული პუნქტები. აქციამდე მანიფესტაციის გაპიარება სხვა ისტორიაა. ყველაფერი გააკეთეს ნაცები რომ გადაემალათ. სოცქსელებში აგინებინეს დედები ერთმანეთს, აქციის დღეს, საწყალ ხალხს ჯერ ფრიმიშას პლაკატებით აყენებდნენ კამერებთან და მერე დემონსტრაციულად, დამცირებულებს ყრიდნენ ლოკაციიდან შორს. აჰაა ხალხო რაის მიშაო, აპოლიტიკური აქცია არისო. აპოლიტიკური აქცია, რომელზეც ხელისუფლების დამხობა გააჟღერეს🤦🏻‍♂️😂 მანამ არაფერი გვეტკინოს სანამ ამათმა არ დაგვამხონ, საქმეს მივხედოთ და მართლა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა იქ სადაც მისი ისტორიული ადგილია. ბოლოს რითიც დავიწყე, იმითვე დავასრულებ. როდესაც ქვეყანაში 3 მილიონ მოქალაქეს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და აქციაზე გინდა 5000, 8000 ან სულაც 15000 იყოს, კატასტროფაა. მართლა ხელის შეშლაა ეროპული ინტეგრაციისთვის.

P.S. აქციის კულმინაცია კი ირაკლი კობახიძის მიერ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვებით “ქართული ოცნების” დამუნათების მცდელობა და დაუმორჩილებლობის დაანონსება იყო. ვერანაირი რადიკალური ძალა ხელს ვერ შეგვიშლის რომ ევროპულ ოჯახში დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუ საჭირო გახდება, ევროპას და მსოფლიოს ვაჩვენებთ, რეალურად მართლა რამდენი ვართ.-წერს უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია