fbpx

თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება-გამყრელიძე

„თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება“,- ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

„აცრილია 19 694 ადამიანი, გუშინ აიცრა 1 497 პირი. თანდათან ოდნავ იმატებს მსურველთა რაოდენობა, 30 აპრილის ჩათვლის ჩაწერილია 17 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა. აპრილ-მაისში ჩვენ გვჭირდება სულ მცირე სამიდან ოთხი ათასამდე აცრა დღიურად, მაშინ როცა ბოლო ორი კვირის დღიური საშუალო არის 1 100-ის ფარგლებში.

სამწუხაროდ, აქტივობა დაბალია და მოსახლეობას ისევ ხშირი მოწოდება სჭირდება, რომ აცრის გარდა ამ ეპიდემიის დამარცხების სხვა საშუალება არ არსებობს. თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავიცრებით ამ წლის ბოლომდე, მაშინ ეპიდემია ქვეყანაში დასრულდება“, – განაცხადა გამყრელძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება