fbpx

საბერძნეთის ტელეკომპანიის ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ გადაფარა ყველაფერი-დარეჯან ჯანხოთელი

საბერძნეთში მცხოვრები ,ქართველი ემიგრანტი დარეჯან ჯანხოთელი წერს-

ამ ორ კვირაში რამდენიმე მკვლელობა მოხდა საბერძნეთში,მაგრამ გუშინ, ერთ-ერთი დიდი არხის, შუადღის წამყვანი ჟურნალისტის მკვლელობამ გადაფარა ყველაფერი…,შუადღის გადაცემის დასრულების შემდეგ სახლში მიმავალმა ,მოულოდნელად ტყვიების ზუზუნში დაასრულა სიცოცხლე … 13 ტყვია ისე დაახალეს ვერავინ გაიგო,დაინახა ვინ იყვნენ,ისიც დღისით ,მზისით…ხალხმრავალ ქუჩაში … (ბატონი შარაძე გამახსენდა) …საბერძნეთის დიდი სატელევიზიო არხის ცნობილი ჟურნალისტის და შუადღის გადაცემების წანყვანის საზარელ მკვლელობას წინ უძღოდა რამდენიმე საზარელი მკვლელობები : ქმრის მიერ ცოლის მოკვლა,მაღაზიაში ერთი მამაკაცი მიერ ,მეორის მოკვლა,სავადმყიფოში ავადმყოფის მიერ, მეორე ავადმყოფისათვის აპარატის გამორთვა და მისი სიცოცხლის დასრულება და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო…..ხოლო ამან კი მკვლელობების კულმინაციას მიაღწია..ნათელი მათ სულებს,ეს შემიძლია ვთქვა….რატომ ვწერ…ხალხის რეაქცია…მოისმინეს და მერე სხვა საქმეზე გააგრძელა ყველამ საუბარი…არავინ არ გამოსულა ქუჩაში…არავის არ უყვირია,არ დაუდგიათ კარვები,არც ტელევუზიის მესვეურებს არ უხსენებიათ, ულანძღიათ,უგინებიათ ამისათვის პრემიერ მინისტრი,მისი მთავრობა, შინაგანი სამინისტრო..პოლიცია,არც გამოუთქვიათ რაიმე უბრალო კრიტიკა,გაოგნებული იყვნენ მხოლოდ მომხდარით …რადგან მათ ესმით ,იციან, მკვლელობები დღევანდელი ცხოვრების და ყველა დროის აქილევსის ქუსლია…იციან,რომ არსებობს მართლმსაჯულება და არ ტეხენ ქუჩებში დებოშს,არც რომელიმე პოზიციის და ოპოზივიის ლიდერებს გაუწევიათ ქუჩის აქციებისა და კარვების გასამართად ათენის ცენტრალურ,მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყვირილით,ეს კი მათი კულტურაა…დღეს კი გააკეთა განცხადება პრემიერმა;: მიუსამძიმრა ოჯახს და დასძინა: იმედია საბერძნეთის გამოძიება მალე გახსნის ამ საზარელ მკვლელიბას და გამოავლენს დამნაშავეებს, როგორც ყოველთვისო… ვფიქრობ: ანალოგიური, რომ საქართველოში მომხდარიყო, ერის მოძულე,ტელევიზიებს, მათ ჟურნალისტების რა ამბავი,რა გნიასი იქნებოდათ მათ ტელევიზიებიდან ….ხოლო “სანაგვედ” ქცეულ დედაქალაქის მშვენიერ პროსპექტს სულ გადაუვლიდა მათი ბრბო..რამდენი რამე აქვთ ქართველებს სასწავლი ევროპის ხალხებისაგან და ევროპის ტელესივრცის, ტელეწამყვანებისაგან,მათ ჟურნალისტებისაგან…. მშურს, კეთილი შურით მშურს საბერძნეთის ერის,მთავრობის,ყველა პოლიტიკური ლიდერის,ტელეჟურნალისტების, მათი კერძო თუ სამთავრებო ტელევიზიების,მათი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების..ოპოზიციისა და პოზიციის..პარლამენტში მათი ერისათვის, კულტურული მკაცრი დავის , ხოლო გარეთ ყველანი ერთნი და ერთი საქმისათვის ,მათი ერისათვის,მათი კულტურისა და დემოკრატიისათვის არიან დარაზმული.. მიბაძეთ,მიბაძეთ ცოტათი საბერძნეთის ქრისტიან, მართლმადიდებელ ერს…საქართველოს ქრისტიანო და მართლმადიდებელო ერო..კულტურაში,ქვეყნის მართვაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება