fbpx

თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად-ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი ,,რაც შეეხება, ერთი თვის განმავლობაში, გადარიცხვის შეფერხებას. როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე.,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ეს არის ბანკის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟი და მათ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. ,,ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი?

მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილ თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია