fbpx

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს ქეთრინ თაის შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ისთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, სავაჭრო პოლიტიკის დღის წესრიგი ორიენტირებულია მეტი პროდუქციის ექსპორტზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ქართული მხარის წინადადებით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზანია ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. მათივე შეფასებით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი. ასევე, იქნება რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით PWC- ის მიერ მომზადდა და განსახილველად აშშ – ის მხარეს გადაეცა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება