fbpx

თიანეთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

თიანეთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. 🇬🇪🇺🇦თიანეთის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ გამოყოფილი თანხით უკვე შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. ტვირთის მობილიზების პროცესში, ასევე, აქტიურადაა ჩართული თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო და სამოქალაქო სექტორი. 🇬🇪🇺🇦დაბა თიანეთში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და აღნიშნულ აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადეს.🔵აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება