fbpx

თეთრმა სახლმა დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს

თეთრმა სახლმა ვარშავაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი . წერს

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

გარდა ამისა, კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა პუტინს ძალაუფლება. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება