fbpx

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების
დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102
საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო.
სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის
პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს
გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით
ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული
დაცვით მიმდინარეობს.
„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყება, მძიმე პანდემიური მდგომარეობის გამო,
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე გადავადდა. ამ
მიზეზით, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაახლეთ სოციალური
პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 10 პროდუქტისგან დაფასოებული ნობათები
ყველა იმ აღსაზრდელის ოჯახს ურიგდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს“, –
განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისში ამჟამად, 188 საბავშვო ბაგა-ბაღი და 61 000-მდე აღსაზრდელია
რეგისტრირებული. საკვებ პროდუქტებს მიიღებენ იმ ახლადაშენებული საბავშვო
ბაღის აღსაზრდელებიც, რომლის გახსნაც სააღმზრდელო პროცესის განახლებისას
იგეგმება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება