fbpx

თამთა მეგრელიშვილი გია დვალს: იქნებ მიპასუხოთ რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? თქვენ, სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობის” ომის ნარატივზე “დაჯექით

თამთა მეგრელიშვილი გია დვალს: იქნებ მიპასუხოთ რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? თქვენ, სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობის” ომის ნარატივზე “დაჯექით” და ნუ გაისვრებით ომის პარტიის სისხლიან პოლიტიკაში „ბატონო გია, იქნებ მიპასუხოთ და როგორია ხალხის ნება?! რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? დიდი მეცნიერული მსჯელობა არ სჭირდება ამ კითხვებზე პასუხს. ომის პარტიისაგან განსხვავებით ხალხს სურს მშვიდობა და მობეზრებული აქვს უშინაარსო აქციები“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გია დვალის განცხადებას. „მთავარი არხის ეთერში რუსეთ- უკრაინის ომზე საუბრისას გია დვალმა ქართულ სახელმწიფოს გამოჩენილი საჭირო გონივრული პოლიტიკა დაუწუნა და განაცხადა “ხელისუფლება ხალხის მტრად გამოიკვეთა…ჩვენი მთავრობა დღეს პრორუსული კი არ არის, ჩვენი მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან არის მართული”. “ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამისთვის კი აქტიურად უნდა იარონ აქციებზე, მუდმივად უნდა ისაუბრონ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და “მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია, რადგან ვერც ერთი ხელისუფლება ვერ აღუდგება ტოტალურად ხალხის ნებას-ო”. ბატონო გია, იქნებ მიპასუხოთ და როგორია ხალხის ნება?! რა სურს ხალხს? ომი თუ მშვიდობა? დიდი მეცნიერული მსჯელობა არ სჭირდება ამ კითხვებზე პასუხს. ომის პარტიისაგან განსხვავებით ხალხს სურს მშვიდობა და მობეზრებული აქვს უშინაარსო აქციები. თქვენ, ნიკა გვარამიასთან საუბრისას სამწუხაროდ “ნაციონალური მოძრაობის” ომის ნარატივზე “დაჯექით” არადა საზოგადოებაში როგორი პატივისცემით სარგებლობთ… ნუ დაიღუპავთ თავს და ნუ გაისვრებით ომის პარტიის სისხლიან პოლიტიკაში მათი დრო წასულია …“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება