fbpx

თავის პარტიაში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნა ისეთი, რომელიც ეტყოდა სააკაშვილს, რომ შეეწყვიტა შიმშილობა-იუსტიციის მინისტრი


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ რეალურად დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლსა და კამპანიას, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეიკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებული, დეზორიენტირებულია, ცდილობს ხავსს მოეჭიდოს და მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს N12 დაწესებულებაში, ჩვენ ვნახეთ, რომ მან დაიწყო შიმშილობა, რომელიც თავიდან ვერავინ გაიგო ბოლომდე, თუ რისთვის შიმშილობდა და შემდგომში ვნახეთ, რომ ეს იყო შიმშილობა პატიმრობის წინააღმდეგ. როდესაც დადგა საჭიროება და რისკები მინიმუმამდე დაგვეყვანა, ჩვენ ის გადავიყვანეთ თავიდან გლდანში, შემდგომში კი გორის კლინიკაში. „ნაციონალური მოძრაობა“ მეტწილად ზრუნავს მხოლოდ საკუთარ, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ პარტიაში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნა ისეთი, რომელიც ეტყოდა სააკაშვილს, რომ შეეწყვიტა შიმშილობა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება