fbpx

ზურაბ ქადაგიძე: არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ

მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა. იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობს, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ.

“სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა გაიგივდა მორალურ ტერორთან, ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”-შალვა პაპუაშვილი
მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებს, ბოლო პერიოდში პერმანენტული გახდა.
იმიტომ, რომ პარაზიტ “NGO”-ებს სხვა საშუალება რადიკალებთან სპარინგ-პარტნიორობისა აღარ აქვთ.

  • კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგებოდნენ…
  • ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას ლამობდნენ…
  • არჩევნების პარალელურ დათვლას აყალბებდნენ…
  • ანტისამთავრობო აქციებს მართავდნენ…
    ჰო და
    ამ ყველაფრიდან არაფერი გამოუვიდათ და ახლა, სასამართლოს დისკრედიტაცია დარჩათ, რომელსაც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ რამენაირად რადიკალური დღის წესრიგი შექმნან და საარჩევნოდ პოლიტიკური ტურბულენტობა გაზარდონ“, – წერს ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება