fbpx

დავით ქართველიშვილი: ბაიდენის განკარგულებით, ხვალინდელი კათოლიკური აღდგომა “ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ” გამოცხადდა

“რა დროს ლგბტ-პროპაგანდა არისო” – მათ გასაგონად: ჯერ ხომ ჩვენს შობას მიადექით და ყელში გაქვთ გაჩხერილი 7 იანვრის მისტერია და ალილო”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დღეს ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს სჭირდება უღმერთობისგან დაცვა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.

“რა დროს ლგბტ-პროპაგანდა არისო” – მათ გასაგონად: ჯერ ხომ ჩვენს შობას მიადექით და ყელში გაქვთ გაჩხერილი 7 იანვრის მისტერია და ალილო.

ახლა, ნელ-ნელა აღდგომასაც უახლოვდებით: ბაიდენის განკარგულებით, ხვალინდელი კათოლიკური აღდგომა “ტრანსგენდერების ხილვადობის დღედ” გამოცხადდა. ასე რომ ვულოცავ ამერიკელ კათოლიკეებს ხვალინდელ “სასწაულ დღეს”.

მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმაც ხელიდან არ გაუშვა თავისი ქვეყნის ქრისტიანულ საწმყსოში დიდი მარხვა რომ არ “აღენიშნა”: ტრუდოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით შესაძლოა ქრისტიანები დააპატიმრონ ბიბლიის ციტირების ან ტრადიციული, რწმენაზე დაფუძნებული აზრის გამოთქმისთვის, თუ კანადის მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი „სიძულვილს ან ანტისემიტიზმს აღვივებენ“.

დამიჯერეთ, კანადის მთავრობა სახარებაში და სამოციქულოში “სიძულვილს” და “ანტისემიტიზმს” აუცილებლად აღმოაჩენს. ამიტომაც სჭირდება ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს ამ უღმერთობისაგან დაცვა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ამათ ოღონდ ერთი რამ გაუტარე და “თითზე აკბენინე” ხელს მოგაჭამენ”, -წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება