fbpx

ზოგმა მედიის წარმომადგენელმა სინდისი გვერდზე”გადადო”-თამაზ კარაგვეზაშვილი

თამაზ კარაგვეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს-სამწუხაროდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და მათი დაქირავებული ჟურნალისტების მიერ ძლიერდება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უარყოფითი პიარ კამპანია. საფუძვლის გარეშე პიროვნების აუგად ხსენება და ცილისწამება, დაუდასტურებელი ფაქტებით ბრლადების წაყენება და დისკრედიტაციის მცდელობაა დღეს მათი მიზანი..ზოგმა მედიის წარმომადგენელმა სინდისი გვერდზე”გადადო” და ისეთი გაშმაგებული “შევარდა” საინფორმაციო ბრძოლის ველზე არც კი დაფიქრებულა “ხვალ” რომ გათენდება როგორ უნდა გაუსწოროს თვალი იგივე საზოგადოებას რომელსაც დღეს ასე “გესლიანად” მოძღვრავს… ყოველთვის გვიკვირდა ქართველობას როგორ უძლებდა ბედკრული ქვეყნის ისტორია ამდენ “შადიმანსა” თუ “ქიმსალა”ს.. აი ასე თურმე….მაინც უძლებდა და დღესაც იგივე მეორდება სამწუხაროდ..მაგრამ მართლა ცოდოა საქართველო ასეთი განწყობით ცხოვრებისთვის 21-ე საუკუნეში. მე როგორც რიგითმა მოქალაქემ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და გამოვხატო გულისტკივილი იმ აგრესიული და ზიზღნარევი ტონის მიმართ როგორც საუბრობენ პოლიტიკოსი ლიდერები ტელევიზიით. არ გაქვთ ამის უფლება.. დაგვაცადეთ ბავშვები გავზარდოთ სიმშვიდეში, სითბოში და სიყვარულში.აგრესიამ წალეკა ქვეყანა..მშობლები და მასწავლებლები ვერაფერს გახდებიან ახალგაზრდების აზროვნების სწორედ ჩამოყალიბებაში თუ თქვენ,რომლებიც მაგალითს უნდა იძლეოდეთ, ტელევიზიებით პირიქით გვიქადაგებთ მცნებებს როგორ შევიზიზღოთ ერთმანეთი..ამას ვერ გაპატიებთ ვერც საზოგადოება და ვერც ისტორია. და რაც შეეეხება ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნებას..დიახ,ის დედოფლისწყაროდანაა..აქ დაიბადა და აქ გაიზარდა, სწავლობდა საუკეთესო პედაგოგებთან და ჩაბმული იყო სხვადასხვა აქტივობებში..დიახაც ვარჯიშობდა კიკბოქსინგში. გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით და იმ ცოდნით, ხასიათის პრინციპულობით რასაც გამარჯვებისკენ მიჰყავს ადამიანი.. ვერ ნახავთ ერთ პიროვნებას,რომელიც იცნობს ირაკლის და ხაზგასმით არ აღნიშნავს მის წესიერებას, თავაზიანობას, საოცრად თბილ დამოკიდებულებას მეგობრების მიმართ. მას ყავს საუკეთესო მშობლები რომლებმაც შვილი ქვეყანას პატრიოტად გაუზარდეს. დარწმუნებული ვართ ირაკლი პრემიერ მინისტრის რანგში ქვეყანას განვითარების მხრივ ისევე წინ წაიყვანს როგორც ქართულ ჯარს.. “გამომძიებელ” მედიას და სიახლეების მაძებარ ჟურნალისტებს კი ვთხოვ მეტი დადებითო შინაარსის სტატია დაწერონ წარჩინებულ მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, სპორტსმენებზე, გამოჩენილ ადამიანებზე, რომლებიც მრავლადაა როგორც დედოფლისწყაროში ასევე მთელ საქართველოს რეგიონებში…..

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია