fbpx

ზაალ ანჯაფარიძე: არაა საქართველო გამონაკლისი ამ საკითხში, აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტებს სხვაგანაც

ზაალ ანჯაფარიძე: არაა საქართველო გამონაკლისი ამ საკითხში, აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტებს სხვაგანაც. კიდევ დააკავებენ და გაასამართლებენ სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ “ხელშეუხებლობაში” ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება და წერს -„ კიდევ დააკავებენ და გაასამართლებენ დანაშაულის ჩამდენ მედია მენეჯერებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ “ხელშეუხებლობაში”. „არაა ბატონებო და ქალბატონებო, აქეთურებო თუ იქეთურებო, საქართველო გამონაკლისი ამ საკითხში! აკავებენ დანაშაულის ჩამდენ პრეზიდენტებს სხვაგანაც და კიდევ დააკავებენ, ისევე როგორც დააკავებენ და გაასამართლებენ დანაშაულის ჩამდენ მედია მენეჯერებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც, საკუთარი თავი რომ დააჯერეს თავიანთ “ხელშეუხებლობაში”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე შეგახსენებთ

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი 72 საათით დააკავეს. იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

მედიის  ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა.

დილიდან მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურა იგორ დოდონის სახლში და დამატებით 11 დაწესებულებაში ჩხრეკას აწარმოებს. პროკურატურა კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სახელმწიფო ღალატის საქმეებს იძიებს.

როგორც მედია წერს, 18 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მაშინდელ მოლდოვის პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

მედიის თქმით, ამ ვიდეოს გამოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება