fbpx



(ვიდეო) როგორც ჩანს ნიკამ იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა – სააკაშვილი-ადეიშვილის ფარული ჩანაწერი

უკრაინულმა გამოცემა Obozervatel ავრცელებს ჩანაწერს, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნის ზურაბ ადეიშვილის დიალოგია ასახული.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სააკაშვილი და ადეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე საუბრობენ.

როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდა ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ.

დიალოგის დროს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ ყველაფერი იცოდა.

ასევე, საუბარი შეეხო იმასაც, რომ ამ საქმეში უკრაინა არ უნდა ეხსენებინათ.

“უკრაინა რატომ გარიეს ამაში, ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს. როგორც ჩანს ნიკამ იჩქარა, ნერვებმა უმტყუნა.”

საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გაბუნიას ახასიათებს და ამბობს, რომ “გაბუნია არასტაბილური პიროვნებაა და თან მშიშარა.”

შენიშვნა: ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=OWiR4scf2s4&feature=emb_logo

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია