fbpx

რომან კაკულია ლევან გოგიჩაიშვილს – ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი – დააყენე ახლა ერთი ადგილი!

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვას, კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიასა და დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ლევან გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვამ, მაშინ, როცა მისი თქმით, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ ჯერ არ განხილულა.

“აქ არიან საქართველოს მოქალაქები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც კანონი კანონობს და ადამიანის უფლებები არის დაცული. 18 დეკემბერს არის დარეგისტრირებული ჩემი კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ, გადადეთ მისი განხილვა შემდგომ არჩევნებისთვის. ახლა კი მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და თქვენ ამას იხილავთ დაჩქარებული წესით. რა მიდგომა ან რა სტანდარტია ან საპარლამენტო კულტურის ან კოლეგიალობის თვალსაზრისით. რა სტანდარტს აჩვენებს დღეს “ქართული ოცნება”? ამით რას ამბობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ ვთქვათ, ხელები გადამიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ? თუ მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ “ქართული ოცნება” ამ პარლამენტში თუ რა იყო. თქვენ მე ვერ გამცემთ ამ ტონალობაში და ვერც ისაუბრებთ, ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”. იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია. მე გეუბნები, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სად ჯდება ეს საკითხი. ეს საქციელი? როგორც იქცეოდნენ ისინი, ისე იქცევით თქვენ. ყველამ უნდა გაიგოს, თქვენ ვინ ხართ. იგრძნობ დისკომფორტს რომან, ეჭვი არ შეგეპაროს, უნდა იგრძნო დისკომფორტი. პარლამენტის წევრს არ სცემთ პატივს, კონსტიტუციურ უფლებას მიზღუდავთ და ამ ქვეყანაში რა სამართალი უნდა იპოვნოს ვინმე? საერთოდ გადააგდეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს თემა განსახილველად,”- მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

გოგიჩაიშვილის გამოსვლამ და ბრალდებამ გააღიზიანა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მას მხარიც კი აქვს დაჭერილი დეპუტატის კანონპროექტისთვის.

“ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი. დაგიჭირე მეთქი გითხარი მხარი და ახლა რა გინდა?!”- განაცხადა კაკულიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება