fbpx

ვერა ქობალიას მშობლების მგზავრობა ბიუჯეტს 33 ათას 336 ლარი დაუჯდა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. დასკვნის თანახმად, სააკაშვილის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვა თანამდებობის პირებიც სარგებლობდნენ.

მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას მშობლები და და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, ასევე დასკვნის თანახმად იკვეთება კიდევ ერთი დეტალიც: „საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვ. ძამანაშვილის 2010 წლის 1 მარტის პატაკის მონაცემებით, ჩამოწერილია 444 ლარი, რომელიც ქველმოქმედებაზე გაწეულ ხარჯად არის დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული ხარჯი 2010 წლის 26 თებერვალს ვერა და ნინო ქობალიების პირადობის მოწმობების და პასპორტის დამზადებისათვისაა ანაზღაურებული და წარმოდგენილი საგადახდო დოკუმენტის ჩანაწერის მიხედვით თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში ზემოთ აღნიშნულ პირებზე მითითებულია „საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული“, რაც გადახდის დანიშნულების რეალობასა და მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

რაც შეეხება ავიაბილეთებს, აუდიტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისის ავიარეისი, რადგან მომსახურებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს არ უსარგებლია, თუმცა მგზავრობა სწორედ პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას მშობლების კანადიდან თბილისში ჩამოყვანასა და შემდეგ უკან – თბილისიდან კანადაში გამგზავრებაზე. აუდიტის მიერ გამოკვლეული დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ ვერა ქობალიას მშობლების მგზავრობა ბიუჯეტს 33 ათას 336 ლარი დაუჯდა.

„საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის პატაკის მონაცემებით ოთარ ქობალიასა და მერი ერისთავის სამგზავრო ბილეთებით მომსახურებაზე, ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისი-მიუნხენი-ფრანკფურტი-ვანკუვერის მიმართულებით (ჩამოსვლა 2010 წლის 19 დეკემბერი, გამგზავრება 2011 წლის 4 იანვარი) ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია თითოეულზე 16,683 ლარი – სულ 33,366 ლარი. ანალოგიურად, 2011 წლის 22-29 აგვისტოს ნინა ქობალიასთვის (ყოფილი მინისტრის და) სამგზავრო ბილეთების მომსახურებაზე ასევე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 4,911 ლარი“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება