fbpx

ექსპრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი დაკავებულია-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილი არის პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე დაკავეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.

სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი დრო და ფაქტორი ყოფილიყო”,- ამბობს ღარიბაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია