fbpx

ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება სანამ, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული-ნიკა მელია

ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება სანამ, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებული ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია, ამას ემსახურებოდა სწორედ ამ აქციის დაწყებამდე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა, არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი ვიდრე ხალხმრავალი ერთიანი და მტკიცე საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“, – განაცხადა ნიკა მელიამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება