fbpx

მათი რევოლუციური მოწოდებების არავის ეშინია-რატი ბრეგაძე

რომელ გატაცებაზე საუბრობენ და საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც თავს დებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ადვოკატების განცხადებას, სადაც ისინი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანას გატაცებას უწოდებენ.

„ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობენ დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას. მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა. დროა შეეგუონ, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა. რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა გადმოიტანონ სამართლებრივი მსჯელობა ქაღალდით და კალმით და არა ამ რევოლუციური მოწოდებებით. მათი რევოლუციური მოწოდებების არავის ეშინია. რა სცენარიც არ უნდა განავითარონ, ყველაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება