fbpx

ერთი და იგივე ობიექტი იხსნებოდა სამჯერ, ოთხჯერ,ლენტებით ,ბუშტებით ,ტაშით-ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს -ვალს აბარებენ მიშას,ვიღაც ლექსს უძღვნის,ვიღაც უმღერის,ვიღაც ეპისტოლეს წერს,ვიღაც ტირის,ვიღაც სასწრაფოდ ითხოვს მის გათავისუფლებას ,ეს ის ადამიანებია ვინც მის გვერდით მუშაობდა,ცხოვრობდა,ვინც ვერ ამჩნევდა მათ გვერდით პატრულის მიერ ჩაცხრილული 18 წლის ბუტა რობაქიძის ძაძით მოსილ დედას,ვერ ამჩნევდა ირინა ენუქიძის განწირულ კივილს როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ მომკლეს მეო,ვერ ამჩნევდა და დაცინოდა,ამცირებდა მათ ,ვერ ამჩნევდა მიტინგებზე ნაცემ, დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს,არც რუსთაველზე შენობის თავზე შეგდებული გვამი უშლიდათ ხელს ,დიდი აღლუმი ჩაეტარებინათ ტაშ-ფანდურის ფონზე,არც ერთი ხელის მოსმით სამსახურებიდან გაყრილი ათასობით ადამიანები უდარდიათ,რეფორმას ჭირდებოდა თურმე ასე ,არც წაგებული ომის გამარჯვებულად გამოცხადება შერცხვენიათ და არც მზის გულზე უპატრონოდ დაყრილი მიცვალებული ჯარისკაცები უდარდიათ ,მთავარია თურმე შენდებოდა ,მშვენდებოდა სახელმწიფო ,ერთი და იგივე ობიექტი იხსნებოდა სამჯერ, ოთხჯერ,ლენტებით ,ბუშტებით ,ტაშით ,იმ ობიექტებზე კი ბალახი და ხავსი იკიდებდა ფეხს,შეყავდათ გაზი ,სახლიდან მიტანილი გაზის ბალონებით,საჩვენებლად ,ტელევიზიით,ფეიერვერკებით,იჭერდნენ ხალხს პირდაპირ ეთერში ,ვუყურებდით გამთენიაზე ღამის საცვლებით დაწიოკებულ აკივლებულ ოჯახის წევრებს,უნდა გვშინებოდა,უნდა დავზაფრულიყავით ,მერე რა თუ უდანაშაულო იყო ადამიანი ,ერთ დღეში ისე აწამებდნენ საჩვენებლად აშენებულ გლდანის ციხეში რომ საკუთარი დედის მკვლელობას მოაწერდნენ ხელს,ცემდნენ ,კლავდნენ, აუპატიურებდნენ ,მერე რა ეს ხომ რეფორმას ჭირდებოდა,მთავარია სახელმწიფოს რომელიც თურმე არ გვქონია აშენებდა და ამშვენებდა სააკაშვილი,ის ჟურნალისტები რომლებიც მაშინ არ გვიმჩნევდნენ ,მხოლოდ სააკაშვილის სცენარით აწყობდნენ თოქშოუებს,განსხვავებულ აზრს ვერ იტანდნენ ,ვერც იმ გაწამებულ, ნატანჯ ადამიანებს ამჩნევდნენ რომლებიც ყოველდღე მოდიოდნენ ,,ობიექტივში ,,თავიანთი მძიმე ისტორიის მოსაყოლად ,დღეს კი ვიღაცეები გულს გვიჩუყებენ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია და შიმშილობს,ისაა თურმე დავითიც,თამარიც,მაკედონელიც და ნაპოლეონიც,არც ის უქმნით უხერხულობას მიშას გულშემატკივრებს რომ ყოფილი პროკურორი იქნევს დღეს მიკროფონს და დღის წესრიგს უდგენს მათ ,ობიექტურები იქნებოდით მაშინ ,ჩვენს გვერდით რომ გეპროტესტებინათ ის უსამართლობა,მერე ამ უსამართლობებსაც ერთად დავინახავდით,ახლა კი მიშას დაქირავებული მონები გქვიათ,რომლებიც მაშინაც შუშის თვალებით უყურებდით სხვის გაჭირვებას და დღეს მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილები იმჩნევთ გარშემო მყოფ ადამიანებს!კეისარს კეისრისა,ყველამ საკუთარ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე უნდა აგოს პასუხი! სამართალი ურმით მაგრამ მოვიდა!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია