fbpx

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა.

ოფიციალური ინფორმაციით, შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჯერ მოლდოვაში გამართავს შეხვედრებს, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.

მისი შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ის ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.

„ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ ჩვენი საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღის წესრიგში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება