fbpx

ევროპის საბჭოში განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება

„ქრონიკის“ კითხვაზე ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს:

კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება