დააშორებდა ევროკავშირს და შეუძლებელს გახდიდა რაიმე სახის პროგრესს გაწევრიანების გზაზე. დღემდე არაფერი შეცვლილა. ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობების საკითხში მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის მტკიცე სწრაფვას ევროპული მომავლისკენ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა. ნებისმიერი რეალური თანამშრომლობის აღდგენა უნდა ეფუძნებოდეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს, კერძოდ: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდა დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელთა გამოც ევროპულმა პოლიტიკურმა ფონდებმა ქვეყნის დატოვება იძულებით მოუწიათ; ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზა. მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააწესონ რეალური შედეგები — მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სანქციების გლობალური რეჟიმის“ (ე.წ. „ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი“) ან სხვა სანქციური მექანიზმის ფარგლებში — იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე გულწრფელია ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების სურვილში, მან კარგად იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად.” – ვკითხულობთ განცხადებაში.