fbpx

ევროკომისიის პრეზიდენტი ულოცავს პრემიერ ღარიბაშვილს, ზელენსკის და მაია სანდუს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” პოსტს აქვეყნებს და ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს,  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტ მაია საინდუს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

“დღეს კარგი დღეა ევროპისთვის, გილოცავთ, თქვენი ქვეყნები ევროპული ოჯახის ნაწილია და ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს.

ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. რუსული იმპერიალიზმის წინაშე აძლიერებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და ეს აძლიერებს ევროკავშირს. იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები გარე საფრთხეების წინაშე.“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, ხოლო საქართველო კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს ამ სტატუსის მიღებას, მანამდე კი შუალედური სტატუსი, ე.წ “ევროპული პერსპექტივა” მიიღო.

საბოლოო გადაწყვეტილება უკვე 24 ივნისს გამოცხადდება, თუმცა არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რაც გავლენას მოახდეს არსებულ რეალობაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია