fbpx

ევროკავშირი ამკაცრებს კორონავირუსის გამო შენგენის ზონაში შესვლის წესებს

ევროკავშირი ამკაცრებს კორონავირუსის გამო შენგენის ზონაში შესვლის წესებს, ევროპის კავშირის საბჭომ მიერ მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვებს გადახედა და საზღვრების გახსნის კრიტერიუმები გაამკაცრა. ახალი რეკომენდაციები კორონავირუსის პანდემიის მიერ შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ დამტკიცდა. ახალი შეზღუდვები წერილობითი პროცედურით 2 თებერვალს მიიღეს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იტყობინება – წერს უცხოური გამოცემა დოიჩე ველე.

როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის მესამე ქვეყანასთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

– ბოლო 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას სულ მოსახლეზე 25 ადამიანს;

– ბოლო 14 დღის განმავლობაში, ახალი ინფიცირების რაოდენობა უნდა მცირდებოდეს ან რაოდენობა სტაბილური უნდა რჩებოდეს წინა 14-დღიან პერიოდთან შედარებით; 

– ქვეყანაში 300-ზე მეტი ტესტი უნდა ტარდებოდეს 100 ათას მოსახლეზე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში.

– ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, კორონავირუსის ​ ტესტების დადებითი შედეგების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 პროცენტს.

ასევე, კორონავირუსის სხვადასხვა მუტაციების გავრცელების ხარისხსაც გაითვალისწინებენ.

ამ კრიტერიუმების საფუძველზე, ევროკავშირის საბჭო განაახლებს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვისაც შენგენის საზღვრები გაიხსნება. ბოლოს სია 28 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში მხოლოდ შვიდი ქვეყანა შედიოდა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი.

ე.წ. აუცილებელი მოგზაურობა – გადამზიდი, სატრანსპორტო მუშაკები და დიპლომატიური კორპუსი

როგორც აქამდე, ახლაც ნებადართულია ე.წ. აუცილებელი მოგზაურობები – შენგენის ტერიტორიაზე შედიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები და მაცხოვრებლები, აგრეთვე, ტრანსპორტის მუშაკები და დიპლომატები. ახლა, შენგენის ზონაში შესასვლელად, მათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველი დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ, რომელიც შენგენის ზონაში შესვლამდე, არა უგვიანეს 72 საათის გაკეთებული უნდა იყოს.

რეკომენდაციები ასევე ითვალისწინებს აუცილებელი მოგზაურობის უფლების მქონე ადამიანების კატეგორიების შეზღუდვის შესაძლებლობას. ეს შეეხება იმ მესამე ქვეყნებს, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სწრაფად უარესდება, პირველ რიგში, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო.

გარდა ამისა, შესაძლებელია, ქვეყნებმა მოგზაურებისთვის, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამატებით შეზღუდვები დააწესონ, იქნება ეს საკარანტინო ან თვითიზოლაციის რეჟიმი თუ კორონავირუსის დამატებითი ტესტირების პროცედურები. მას შემდეგ, რაც საზღვრის კვეთის საკითხების შესრულება ევროკავშირის თითოეული ქვეყნის კომპეტენციაში შევა, მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ მთავრობებს ეკისრებათ.

ეს სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის ყველა ქვეყანას ეხება, გარდა ირლანდიის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის და ლიხტენშტეინისა. დანიას აქვს უფლება გადაწყვიტოს შეუერთდეს თუ არა დანარჩენ სახელმწიფოებს ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების ნაწილში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია