fbpx

ევროკავშირის წარმომადგენლობა ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის-ნათია თურნავა

ნამოხვანჰესის მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, გადაწყდა.

“უწყების ინფორმაიით, ევროკავშირის წარმომადგენლობა ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად”,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია