fbpx

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება  ქალაქ დორტმუნდში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, გაეროს განვითარების მდგრადი მიზნების (SDG 2030) ლოკალიზაციასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები ეცნობიან გერმანიის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გარემოს დაცვის, უსაფრთხო ტურიზმის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ეკონომიკის მიმართულებით.

“გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი მომავლის მისაღწევად.

მუნიციპალიტეტის დონეზე არსებული ამოცანების შესრულებაზე მუშაობა სამუშაო ჯგუფმა, GIZ-ის ექსპერტების დახმარებით,  2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც წარდგენილია საკრებულოს წინაშე დასამტკიცებლად.  ხოლო აღებული ვალდებულებების ფარგლებში, მნიშვნელოვანია  თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება