fbpx

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯორმუხის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

 მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან იოსებ ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.

 “პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი გზა. დაეგება ბეტონის საფარი, რაც უახლოეს პერიოდში მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების  საშუალებას მისცემს. პროექტის ღირებულება 292 000 ლარს აღემატება და მისი დასრულება მაისის თვეში იგეგმება,” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია