fbpx

დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ მერიის თანამშრომლებს მითითება მისცა, ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს მიმდინარე სამშენებლო პროცესი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, მოადგილეებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეაფასეს გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის პროცესი. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, ასევე ვადებზე. მანანა ნარიმანიძემ მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მითითება მისცა, რათა ყოველდღიურ რეჟიმში გაკონტროლდეს მიმდინარე სამშენებლო პროცესი. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგად, 2022 წელი მუნიციპალიტეტისთვის მეტად ნაყოფიერი იქნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია