fbpx

დუშეთის მერის მაცაცო ნარიმანიძის ინიციატივით ნარჩენებისგან გასუფთავდა ქვეშეთის სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძის ინიციატივით და ა(ა)იპ დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით, ნარჩენებისგან გასუფთავდა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ქალაქ დუშეთში – წმინდა ბარბარეს სახელობის სასაფლაო.  დასუფთავების აქცია დედამიწის დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.საქართველოში დედამიწის დღის აღნიშვნა 1990 წლიდან დაიწყეს.  ცნობისათვის, დასუფთავების აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში პერიოდულად იმართება. მსგავსი ღონისძიებები მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება