fbpx

დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ,
ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით,
ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან
შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა
დაიწყო.
პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ფილები, ტერიტორია შემოისაზღვრა
უსაფრთხოების მოაჯირებით, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა
საბავშვო და სპორტული ზონები. ტერიტორიაზე დაიდგა საპარკე ინვენტარი,
დაიგო რულონური ბალახი.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე,
თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და თბილისის საკრებულოს
დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა კომპანია „ზმ ჯგუფმა“
განახორციელა. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000
ლარი გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება