fbpx

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის
დასაწყისში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.
სივრცის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.
აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი
დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი
მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის
მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა
მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
რეკრეაციულ სივრცეში, პროექტის ფარგლებში, ამფითეატრი, ველობილიკი,
შადრევანი, საბავშვო და ფიტნეს სივრცე მოეწყობა. ასევე, LED განათების სისტემა
და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. ამასთან, ტერიტორიაზე
გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება
რულონური ბალახი და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.
პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია
გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება