fbpx

დიდია უსამართლობის შეგრძნება, როდესაც სახლს გინგრევენ, მაგრამ მიწების მიტაცება უნდა შეჩერდეს-გიორგი გაბუნია


„წარმოიდგინეთ თქვენი კუთვნილი მიწა ვიღაცამ რომ შემოღობოს და სახლი დადგას, შემდეგ კი განგიცხადოთ, რომ მიწა ჩემია, რადგნ უკვე აქ ვცხოვრობო, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე გააყრევინებთ და დაანგრევინებთ მიმთვისებელს სახლს, როგორც ეს მერიამ გააკეთა“,- ასე ეხმაურება ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია მონოლოგში აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც გიორგი გაბუნია ამბობს, სახელმწიფო მიწა ჩვენი საერთო მიწაა, რომლის მიტაცებაც დაუშვებელია.

„როდესაც ადამიანებს პირდაპირ ეთერში ვიღაცას სახლს უნგრევენ, რა თქმა, უნდა ძალიან გეცოდება, მაგრამ მეორე მხრივ იცი, რომ ამ ადამიანებს ჩვენი საერთო მიწა აქვთ მიტაცებული. შეიძლება შეგეცოდოს გაჭირვებული ადამიანი, რომლიც რაღაცას იპარავს, სასჯელისთვისაც ვერ გაიმეტო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დახუჭო დანაშაულზე და მისცე ქურდობის უფლება. იგივე ხდება თბილისის მიწების უკანონო მითვისებაზეც.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სახელმწიფო მიწაც ჩვენი საერთო მიწაა. ვიცი, რომ ძალიან დიდია უსამართლობის შეგრძნება, როდესაც სახლს თვალწინ გინგრევენ, მაგრამ მიწების მიტაცება უნდა შეჩერდეს. თუ ასე არ მოხდა, თბილისში თავისუფალი სახელმწიფო მიწა აღარ დარჩება. კახი კალაძეს შეიძლება ეკამათო იმაზე, თუ რა ფორმით და რა დროს ხდება ეს, მაგრამ ვერ ეკამათები იმაზე, რომ ტერიტორიების მიტაცება შესაჩერებელია“,- ამბობს გიორგი გაბუნია.

იგი არ გამორიცხავს, რომ მიწების მიმტაცებლებს შორის ბევრი არაგაჭირვებულია , რომელიც ტერიტორიებს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია