fbpx

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ. “მონებო, მონებო, გავრილოვის მონებო!”-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.

ისინი შენობის პიკეტირებას გეგმავენ. პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია