fbpx

დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო

შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ქალაქის ტერიტორიაზე დარგულ მცენარეებზე
დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიური წამლობის სამუშაოები
დაიწყო.
ამ ეტაპზე, კომპლექსური წამლობის სამუშაოები, როგორც მავნებლების, ასევე,
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე
განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა
გიგაშვილთან და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად
ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები, შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:
ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი.
ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, გულუას ქუჩაზე, წყნეთის
გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე,
რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის
სკვერებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს
„ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. ამ მიზნით, კომპანია თანამედროვე ტექნიკით
არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე
არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს
მთელი წლის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება