fbpx

გია გაჩეჩილაძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებულია შიდა და გარე ძალების შანტაჟი და კონსოლიდირებული მოქმედება

გია გაჩეჩილაძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებულია შიდა და გარე ძალების შანტაჟი და კონსოლიდირებული მოქმედებშანტაჟი წამოვიდა ამ დღეებში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებული კონსოლიდირებული მოქმედებაა შიდა და გარე ძალების ერთად – ამის შესახებ მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ „უცნობის კიდობანში“ განაცხადა. „დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ტყუილი ამბები ვრცელდება, ტყუილ-მართლის გარჩევა ძალიან რთული გახდა, ადამიანებს უფრო შინაგანი ინტუიცია თუ უკარნახებთ, სად არის ტყუილი და სად მართალი. ხშირ შემთხვევაში ისინი არ ცდებიან, იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ შეიძლება რაღაცას ხმამაღლა არ იძახდეს, მაგრამ სიმართლეს მაინც გრძნობდეს სად არის სიმართლე და სად ტყუილი. შანტაჟი წამოვიდა ამ დღეებში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაძლიერებული კონსოლიდირებული მოქმედებაა შიდა და გარე ძალების ერთად. ჩვენ, ყველანი ვხედავთ თუ რა ხდება „სუის კრედიტ“ ბანკში. ეს არის შვეიცარიული ბანკი, რომელსაც ბატონმა ივანიშვილმა სასამართლო პროცესი მოუგო და ზუსტად ამ ბანკიდან რაღაც სერიოზული პოლიტიკური არგუმენტები დაასახელეს იმისთვის, თუ რატომ არ იქნა ესა თუ ის ტრანზაქცია შესრულებული. თითქოს დიდი შანტაჟის სუნი უდის ამ ყველაფერს, თუმცა ადამიანი თუ კარგად დაფიქრდება, ყველაფერს მიხვდება, რატომ ხდება და რა მიზნით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, სჯობს ვილაპარაკოთ, ვიდრე დახურული იყოს ეს თემა და არ ვილაპარაკოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება