fbpx

დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდებას გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ იზიარებს ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის არის და იქნება მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში საქართველოს ჩართულობაზე, ასევე რეგიონში გაწეული მედიაციის შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. მთავრობის მეთაური, რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად, სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „საქართველო მზადაა, თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, ჩვენი ძმები და საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლას ერთი მიზანი აქვს – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება