fbpx

დავით ქართველიშვილი კობა ნაყოფიაზე: მას ამით რუსეთში არც არაფერი დაუკარგავს

დავით ქართველიშვილი კობა ნაყოფიაზე: მას ამით რუსეთში არც არაფერი დაუკარგავს – იქაური ბიზნეს/აქტივები პირველ მეუღლეზე გადაწერა, ხოლო მოსკოვში, როგორც მინიმუმ, ერთი საცხოვრებელი სახლი (Москва, Каширское шоссе 55, корпус 1, кв. 72) ასევე არსად არ გამქრალა „სექტა – დაშლის პირასაა, მისი ბელადი – ციხეშია, ზედამხედველი ბიძა – სუს-ის უხერხულ დაკითხვებს გამოექცა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ხოლო პარტია გატენილია ФСБ-ს ნომრიანი აგენტურით.“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. „მაშ ასე, სექტას ახალი პრეზერვატივი ჩამოაცვეს, ძველი, ნახმარი – მოისროლეს. ცუდი არაფერი იფიქროთ – აქ პრეზერვატივი “დამცველის” კონტექსტშია მოყვანილი. ასე ითარგმნება და რა ვქნა? ამ ახალი პრეზერვატივის ფუნქციაა, ერთ სივრცის ქვეშ შეინარჩუნოს პარტიის ის ნაწილაკები, ვინც პრეზერვატივს მიღმა გავარდნას უკვე დიდი ხანია ნატრულობს – მაგრამ ეს პროცესი უკვე სხვა საფრთხეებს მოიცავს. ამ ცალსახად “ექსტრაკორპოლარული გა-ნაყოფიერების” პროცესი რომ საბჭოურ/ფე-ეს-ბეშნიკური წარმომავლობისაა, ამას დიდი დამტკიცება არ სჭირდება. უბრალოდ გავიხსენოთ, როდის და რაც მთავარია – სად მოხვდა სექტის ახალი თავმჯდომარე “ვარდების” გადატრიალების შემდეგ. ს/ს მადნეულის გენდირექორად! და ვინ? რუსეთის პროვინციულ ქალაქ ორიოლში რეგისტრირებული შპს “შტორმის” მფლობელი, რომელიც იქ თავის პირველ მეუღლე – ელგა სოფიასთან ერთად საცალო ვაჭრობით იყო დაკავებული. ასეთი სასწაულებრივი მეტამორფოზების მხოლოდ ერთი აპრობირებული გზა ვიცი მე. მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში ხორცის დახლის მეიჯარე იყო, მაგრამ ამავდროულად კუდ-ის აგენტი. ხო და ამ შემთხვევაში – კუდ-ის ხაზით ნებისმიერ სახელისუფლებო კონფიგურაციაში მოხვედრის ძალიან დიდი შანსი გაქვს. სხვანაირად – გამორიცხეთ! რუსი დამწყები “ჭ” კლასის ბიზნესმენის 2004 წლიდან მადნეულში მოხვედრა, ხოლო ამჟამად ნაცმოძრაობის პრეზერვატივის პოზიციაზე – მისი ამ მიზნით ФСБ-ს მიერ დესანტირებისა და ეხლა უკვე, ახალი დავალების მიღების გარეშე ასევე მთლად გამორიცხეთ. მას ამით რუსეთში არც არაფერი დაუკარგავს – იქაური ბიზნეს/აქტივები პირველ მეუღლეზე გადაწერა (2008 წლამდე – შპს შტორმი, 2017 წლიდან – ს/ს სისტემა-ცენტრი). ხოლო მოსკოვში, როგორც მინიმუმ, ერთი საცხოვრებელი სახლი (Москва, Каширское шоссе 55, корпус 1, кв. 72) ასევე არსად არ გამქრალა. დღეს კობათი გა-ნაყოფიერებული სექტა – ამ ე.წ. “პარტიის” ФСБ-ს პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლის თვალსაჩინო მაგალითია. სექტა – დაშლის პირასაა, მისი ბელადი – ციხეშია, ზედამხედველი ბიძა – სუს-ის უხერხულ დაკითხვებს გამოექცა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ხოლო პარტია გატენილია ФСБ-ს ნომრიანი აგენტურით. ამ ვითარებას განსაკუთრებული პრეზერვატივი სჭირდებოდა და ის გამოჩნდა კიდეც. და ეს ვითარება ამჟამად ФСБ-ს უშუალო და პირდაპირი მენეჯმენტით იმართება.“-წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია