fbpx

ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა- სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„85 წლის ასაკში, ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. უდიდესია მისი წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში.

„თუ ვინმე დიდი

კაცი გამოჩნდა,

თუ ვინმე

ერის სადიადოა,

– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?

– ადამიანი მაინც მარტოა!”-რეზო ამაშუკელი

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახს და მთელ საქართველოს“, – წერს სუბარი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება