fbpx

დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს: წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, მისდაუნებურად თუ მიზანმიმართულად გახდეს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რასაც აწარმოებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიები

„როდესაც ამბობთ, რომ მოძალადეთა დაუსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძალადობა მისაღებია, უბრალოდ მინდა გკითხოთ – ეს ლომჯარიას ანგარიშში ამოიკითხეთ, რომ მოძალადეები დაუსჯელები არიან, თუ თქვენი მოსაზრებაა?“ ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება.

„მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. გავეცანი თქვენს კომენტარს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე და რბილად რომ ვთქვა, ძალიან შემაწუხა იმ სიცრუემ, რაც გავრცელდა თქვენი მხრიდან. როდესაც ამბობთ, რომ მოძალადეთა დაუსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძალადობა მისაღებია, უბრალოდ მინდა გკითხოთ – ეს ლომჯარიას ანგარიშში ამოიკითხეთ, რომ მოძალადეები დაუსჯელები არიან, თუ თქვენი მოსაზრებაა? უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, მისდაუნებურად თუ მიზანმიმართულად გახდეს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რასაც აწარმოებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიები.
რა ხდება რეალურად: 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე!
ამ ეტაპისთვის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 31 პირი. აქედან, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 28, ხოლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე – 3 პირი; მათ შორის სირცხვილიას ოფისთან ალექსანდრე ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ჯამში დაკავებულია 6 პირი“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება