fbpx

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს პროფესიულ დღეებს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს პროფესიული დღეები Facebook პოსტით მიულოცა.  

„დღეს, ენერგეტიკოსის დღეა. ვულოცავ ამ დღეს ყველა ენერგეტიკოსს, ვუსურვებ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მდგრადობასა და სტაბილურობას, ნაკლებ იმპორტდამოკიდებულობას, მეტ მწვანე ენერგიას, გაზრდილ ადგილობრივ გენერაციას, ენერგო-რეფორმების წარმატებულ განხორციელებასა და ბევრ სხვა სიკეთეს.   მინდა მივულოცო ეს დღე სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ენერგეტიკოსის სპეციალობას, აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას ენერგეტიკის მიმართულებით, ჩვენს უხუცეს ენერგეტიკოსებს, რომლებიც მომავალ თაობას უზიარებენ გამოცდილებას. მინდა ეს დღე მივულოცო ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ისინი ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის საქმიანობენ. ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის კვალდაკვალ, იწყება ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, რომლებიც შეგხვდა ელექტროენერგიის ბაზრის გახსნისას,  ბაზრის ლიბერალიზაცია არის პროგრესული, წინ გადადგმული ნაბიჯი და სრულად ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. 

  ამ პროცესში ენერგეტიკის სექტორისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე, როგორც სემეკის თავმჯდომარე, დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება მეტად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა ენერგეტიკოსების პერმანენტულ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. წელს, დავაჯილდოვეთ სტუ-სა და აწსუ-ს ენერგეტიკის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები. ჩემი და ჩემი კოლეგების სურვილია, რომ დაჯილდოება ტრადიციად ვაქციოთ და ყოველწლიურად  წავახალისოთ,  სწავლის  მოტივაცია ავუმაღლოთ ახალგაზრდებს, ხელი შევუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. 

დღეს, ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული დღე აღინიშნება – ეკონომისტის დღე. ამ პროფესიაზე უამრავი რამ შემიძლია ვთქვა, როგორც ეკონომისტმა და ამ პროფესიის გულშემატკივარმა.  არ არსებობს სფერო, სადაც ეკონომისტის საქმიანობა არ იყო საჭირო. ვულოცავ ამ დღეს ყველა მოქმედ და მომავალ ეკონომისტს, ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას!“ , – წევრს დავით ნარმანია.   

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია