fbpx

დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს  გააცნო სემეკის ფუნქციები და რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სემეკის თავმჯდომარემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. 

            „დღეს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გავაცანი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების პერსპექტივები. ვიმსჯელეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე. მიხარია, რომ დიდი დაინტერესება აქვთ სტუდენტებს ენერგო-რეფორმის მიმართ და მისასალმებელია მათი მისწრაფება, უფრო მეტი ისწავლონ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ასეთ სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კვალიფიკაციის ამაღლებაში. წახალისების მიზნით, სიგელები და ჯილდო გადავეცი უნივერსიტეტის მიერ დასახელებულ წარჩინებულ სტუდენტებს. ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა, წარმატებული ენერგეტიკოსები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ქუთაისში ვიზიტისას.

სემეკსა და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმარონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია