„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გზით ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ცდილობს ეს ყველაფერი სასამართლოზე კონტროლის აღდგენით გააკეთოს. სწორედ ეს არის მიზანი საგამოძიებო კომისიის შექმნის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
.პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე მესამედ ჩავარდა – უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.