fbpx

ევროპარლამენტის სამი რეზოლუცია იყო ივნისიდან მოყოლებული და თითოეულ რეზოლუციაში იყო ფაქტების დამახინჯება, ცილისწამება, დაბრალება

ევროპარლამენტის სამი რეზოლუცია იყო ივნისიდან მოყოლებული და თითოეულ რეზოლუციაში იყო ფაქტების დამახინჯება, ცილისწამება, დაბრალება, იქნებოდა ეს კეზერაშვილთან დაკავშირებით, კრემლთან კავშირების შესახებ, იქნებოდა ეს შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე, კი არ შემოიპარა, დაბრუნდა თავის სამშობლოში და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეს შეფასება პირდაპირ დეზინფორმაციაა საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენთან არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას იმისთვის, რომ ებრძოლონ დეზინფორმაციას. უპირველეს ყოვლისა ქართული არასამთავრობოები საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას უნდა ებრძოდნებ. რომელიმე ენჯეო გსმენიათ, რომ რომელიმე რეზოლუციიდან გაეკრიტიკებინა რამე, თუნდაც იოტისოდენა? არცერთი, რადგან ეს ენჯეოები ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რომელშიც ევროპარლამენტარები არიან ჩართულები და აფინანსებენ, სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული წყაროებიდან, ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, გავლენებზე.

თავის დამფინანსებელზე რა თქმა უნდა, არაფერს იტყვიან. ზედმეტ სიტყვას ვერ დააცდევინებთ თავის დამფინანსებელზე, იმიტომ არის, რომ ახლა არავინ არ ექომაგება ქართულ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, რადგან დამფინანსებლების წინააღმდეგ უნდა თქვან რაღაც. არ მიკვირს მე ეს ენჯეობისგან, მათ თავისი ვალდებულებები აქვთ დამფინანსებლის წინაშე, მე მიკვირს პარტიებისგან, რომელსაც თავისი ვალდებულებები უნდა ჰქონდეს მოქალაქეების წინაშე, თუმცა აქაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აქაც სქემებია ყალბი ენჯეოების, რომლითაც ხდება გვერდის ავლით დაფინანსება. „გირჩი“, „დროა“ და ა.შ. ყალბი ენჯეოები აქვთ შექმნილი და პირდაპირ, უხეშად მიდის ევროპული და ამერიკული დაფინანსებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება