fbpx

დავით ზალკალიანი კანდიდატის სტატუსზე: გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა უნდა გაითავისოს ყველამ და მოხარული ვარ, რომ ვაშინგტონში ეს ძალიან კარგად ესმით

გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა უნდა გაითავისოს ყველამ და მოხარული ვარ, რომ ვაშინგტონში ეს ძალიან კარგად ესმით – ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის თანმიმდევრული, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თუ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება რუსეთისთვის ხელსაყრელი და ამით მხოლოდ რუსეთი იხეირებს.

„ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენი ვალდებულებების შესრულებაში. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც თითქმის 45%-ით შესრულებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ასახულია ასოცირების დღის წესრიგში – ეს ფაქტია და ჩვენ ფაქტებით ვსაუბრობთ. მთავარი იდეა რუსეთის, როდესაც ის უკრაინაში შეიჭრა სწორედ ეს იყო, რომ გაეხლიჩა და პოზიციების დაშორიშორება გამოეწვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის საერთო ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საუბარია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და არა წევრობაზე, ეს არის ნაბიჯი და ამ ნაბიჯის შემდეგ საკმაოდ დიდი პროცესია. აქ, აშშ-ში ყველას ვეუბნები, რომ თავად პროცესია ხელსაყრელი.

როდესაც მე თვითონ ვიყავი ასოცირების შეთანხმების მთავარი მომლაპარაკებელი, მაშინაც იგივეს ვამბობდი, რომ აუცილებელია საქართველომ მიიღოს ასოცირების შეთანხმება, რადგანაც ჩვენ უნდა გვქონდეს მუდმივად მიზანი და ამ მიზნის გარშემო უნდა იყოს მთელი ერი იმისთვის, რომ პროცესში შევიდეთ და პროცესში როცა ხარ ეს გეხმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რა რეფორმებზეც მიგვითითებენ. ეს პროცესი დაგვეხმარება ჩვენ და ეს იქნება დამატებითი მოტივატორი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია