fbpx

გუმათში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა

გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ნაპირზე იდგა და წყალში მოულოდნელად ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ის წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ამ წუთებში მამაკაცს ადგილზე პირველადი დახმარება უტარდება. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება