fbpx

თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვე კარვებში და ქუჩაში, მაგითაც არაფერის მოხდება-მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე ოპოზიციას მიმართა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

ამასთან, ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, შესაძლოა არჩევნები ვადამდე ჩატარდეს.

“ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ პარლამენტში. ვინ ხარ? რას გვამადლი? ყველა გეუბნება, რომ არ გვინდოდეს არ გავიდოდით? მაგრამ ვის გინდა გახვიდე და გვერდში დაუდგე. კარვებით და იმით რამეს დაამარცხებ? მთელი მსოფლიო გეუბნება მიდით, გააკეთეთ ისე. კულტურული ერი ვითომ ხომ ვართ? გააკეთეთ ისე, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა…

პარლამენტის წესით მოახდინე ცვლილებები. თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვე კარვებში და ქუჩაში, მაგითაც არაფერის მოხდება,” – განაცხადა ბოდბელი ეპისკოპოსმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება