fbpx

გოგა ხაინდრავა: კუბილიუსს და ფოტიგას არანაირი პასუხისმგებლობა არავის წინაშე არ აქვთ – მხოლოდ მათ წინაშე, ვინც მათ პოლიტიკურად ყიდულობს


ის არის მინისტრი და პასუხისმგებელი იქნება იმ სტრუქტურის წინაშე ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება მიღებული. ის, რაც საქართველოში ხდება, როგორ ვითარდება საქართველო და როგორ შეძლო მან ამ სურათის აღქმა და მერე მიტანა იქ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, არის მისი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„კუბილიუსს და ფოტიგას არანაირი პასუხისმგებლობა არავის წინაშე არ აქვთ – ერთადერთი, მხოლოდ მათ წინაშე, ვინც მათ ყიდულობს – პოლიტიკურად ვგულისხმობ. ისევე, როგორც სენატში. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ სიმაღლის პოლიტიკოსები, როგორიცაა იგივე [ჯინ] შაჰინი ან თავის დროზე რიში – მეხუთე თუ მეექვსე პირი ამერიკულ ისტებლიშმენტში, გველაპარაკებოდა, რომ ჟორიკა რურუა არის პოლიტპატიმარი. ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური კლასის დეგრადირება არის უმაღლესი კლასის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება