fbpx

„გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის დაკისრებულ 40 ათასს ლარს არ გადაიხდის. 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა, ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი ირაკლი კობახიძის გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია მომიტევეთ, მაგრამ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში“, – აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ის თავის ბრძოლაში მართალია.

„მორალურად ვარ მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკა მელიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია